რუსთავის მერიაში ახალი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნება

მიმდინარე წელს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნება. ამის შესახებ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის განხილვისას პროექტის დირექტორის მრჩეველმა რევაზ ბარბაქაძემ განაცხადა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულებისა შესაბამისად. საბჭო უშუალოდ ექვემდებარება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს.