კონკურსი ნატოს დღეების დევიზის შესაქმნელად დაიწყო.
ჩაერთე შენც!
მოიფიქრე დევიზი ნატოს დღეებისთვის და გამოგვიგზავნე სლოგანი თემაზე: რატომ ნატო?
შენი იდეა შესაძლოა 2017 წლის ნატოს დღეების დევიზი გახდეს!
კონკურსის სამი გამრჯვებული პლანშეტური კომპიუტერით დაჯილდოვდება.
ნამუშევრების მიღების ვადა: 9 თებერვლიდან – 19 მარტამდე
კონკურსის წესები:
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ნატოს დღეებისთვის სლოგანის მოსაფიქრებლად თემაზე „რატომ ნატო?
კონკურსი ცხადდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
9 თებერვლიდან – 19 მარტამდე მოიფიქროთ დევიზი, და თქვენი იდეა გამოგზავნოთ მისამართზე infocenter@geo.gov.ge.
ნამუშევრები შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ. კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ნატოს დღეების ფარგლებში.
*ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უფლებამოსილია, როგორც კონკურსის მიმდინარეობისას, ისე მისი დამთავრების შემდეგ, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს (გაავრცელოს, გადაამუშაოს, დაარედაქტიროს) კონკურსის განმავლობაში შემოსული ნებისმიერი საკონკურსო მასალა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ელ-ფოსტა: infocenter@geo.gov.ge
ტელ: (+995 32) 2 158 100
(+995) 599 859 085