ბოლნისში კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება

0
1472

ფონდის „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტსა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტის ,, „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით. მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა და პროექტის მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა მოაწერეს.
მემორადნდუმის ფარგლებში მხარეებმა გარკვეული ვალდებულებები აიღეს.
პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.
პროექტი, გერმანული ფონდის „Brot für die Welt “ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
,,დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მუნიციპალიტეტსა და კავკასიურ ინსტიტუტს შორის, რომელიც ,,ადგილობირივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ პროექტს უკავშირდება. პროექტის მდგრადობისა და ეფექტურად განხორციელების მიზნით, გარკვეული ვალდებულებები აიღო მუნიციპალიტეტმა. კერძოდ, ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი დაგეგმილ ყველა აქტივობაში, ასევე შეძლებისდაგვარად მივიღებთ მონაწილეობას თემებში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების სტრატეგიის დაგეგმვასა და ამ სტრატეგიის მიხედვით მათი გადაჭრის პროცესში“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS