შპს “რუსთვის აზოტი”-ს საწარმოს დამფუძნებელს “ლოიალ კაპიტალ ჯგუფს”- (LCG) შორის და მის კრედიტორ, რუსული ჯგუფი “სისტემა“-ს შვილობილ “ისტ ვესტ იუნაიტედ ბანკ”-ს (EWUB) შორის მიმდინარეობს სამართლებლებრივი დავები ლუქსემბურგის სასამართლოში.”ლოიალ კაპიტალ ჯგუფის” ინფორმაციით, 2017 წლის 7 მარტს ლუქსემბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა EWUB სარჩელში მითითებული არც ერთი მოთხოვნა.
”აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლუქსემბურგის კანონმდებლობა არის კრედიტორებზე ორიენტირებული და ამის გათვალისწინებით LCG-ს გამარჯვება აშკარას ხდის EWUB არაჯანსაღ ზრახვებს LCG და შპს “რუსთვი აზოტი”-ს მიმართ.
თავის მხრივ, LCG აგრძელებს დავას ლუქსემბურგში EWUB-ის წინააღმდეგ და ბრალს სდებს მას რეიდერულ თავდასხმაში, კომპანიის შეგნებულ გაუფასურებაში და დასუსტებაში. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის LCG -ს მნიშვნელოვანი გამარჯვება და მიმდინარე დავის წარმატებით დასრულების საწინდარია”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.