ბოლნისში ფეხით მოსიარულეს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

0
1572

დღეს დილით ბოლნისში, დაახლოებით 11 საათისთვის, სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულე 65 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლმა განაცხადა რომ მამაკაცი შენიშნა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა.

მოძრაობდა თუ არა ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

NO COMMENTS