#ჰაერივითგვჭირდება რუსთაველებს მსგავსი ახალგაზრდების აღმოჩენა

0
2393

რამდენიმე თვეა რუსთავში მოსწავლეების მიერ წამოწყებულმა ახალმა პროექტმა დაიწყო არსებობა. “Kartwell” –  ამ სახელწოდების ბრენდინგ-კომპანიაა, რომელიც სამეწარმეო საგნის კონკურსის საფუძველზე შექმნა. კომპანია რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში დაფუძნდა და ამავე სკოლის მოსწავლეებისგან შედგება.

უფრო დეტალურად, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული კომპანია და რა არის მისი შექმნის მთავარი მიზანი, ამის შესახებ “Kartwell”-ის დირექტორს სერგი დევრისაშვილს ვესაუბრეთ. იდეა “Kartwell”-ის შექმნის, სამეწარმეო საგნის კონკურსზე წამოვიდა. სერგი „ტელეგრაფთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს იქნება ახალი სიტყვა მოსწავლესა და სკოლის ურთიერთობას შორის.

„კომპანია კომპანია რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, მეწარმეობის პედაგოგის, ანდრო ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით დაფუძნდა და ამავე სკოლის მოსწავლეებისგან შედგება. ის შეიქმნა 2017 წლის იანვარში, საქართველოში არსებული კონკურსის „Junior Achievement Georgia”-ს ფარგლებში. მისი მთავარი იდეაა იმ ახალი სიტყვის შექმნა, რომელიც წაახალისებს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მათ ურთიერთობას უფრო ახლოს გახდის. მოსწავლეები შეძლებენ, სკოლის ფორმაში მოახდინონ თვითგამოხატულების გაერთიანება და სწორედ ამ იდეის მიმართულებით შეიქმნა კომპანია “Kartwell”.

კომპანია მომხმარებელს საინტერესო და ამავდროულად ორიგინალურ აქსესუარებს სთავაზობს. სერგი დევრისაშვილის თქმით, კომპანია მოსწავლეებისთვის ახდენს ყოველდღიური სასკოლო, თითქოს უკვე უინტერესო ნივთების ბრენდირებას და მისთვის შინაარსობრივი ფუნქციის მიცემას.

„კომპანია მომხარებელს სთავაზობს ბრენდირებას, რომელშიც ნაგულისხმევია: მაისურები, სამაჯურები რვეულები, კალმები, სტიკერები, პოსტერები, ქუდები და ა.შ.  რომელზეც დატანილი იქნება კომპანიის მიერ შექმნილი, უნიკალური დიზაინები. რომლის მიმდინარეობებიც უკვე კონკრეტულად დასახულია და სისტემატიურად განახლდება. მაგალითად, მოსწავლეთა „ფრთიანი გამონათქვამების“ პრინტები ჩამოთვლილ მატერიებზე და კონკრეტული პოსტერები, რომელიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება. ჩვენ მომავალში ახალ მიმართულებასაც წარმოვადგენთ.“

„Junior Achievement Georgia”-  კონკურსში საქართველოს ყველა სკოლა იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია რომ “Kartwell” 25 საუკეთესო კომპანიის შორის მოხვდა. 25 მარტს კი თავისი პროდუქციით თბილისი მოლში გამოფენა-გაყიდვაზე წარდგება. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, ეს გამოფენა მათთვის სიცოცხლის ტოლფასია. სპონსორების მოსაძიებლად კი გუნდმა საინტერესო ვიდეო რგოლი შექმნა.

#ჰაერივითგვჭირდება რუსთაველებს მსგავსი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი წახალისება. “Kartwell”-ს კი სპონს2, რომელიც კომპანიას და შესაბამისად, რუსთავს მეტი განვითარების საშუალბას მისცემს.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

NO COMMENTS