თოდრიის ქუჩაზე ახალი განათების სისტემა მოეწყობა

0
1531
ფოტოს ავტორი „ინფო რუსთავი“

ქალაქ რუსთავში, თოდრიის ქუჩის გარე განათების მოწყობისათვის საჭირო სამუშაოების შესასრულებლად, რუსთავის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თოდრიის ქუჩაზე გარეგანათების ახალი ბოძები და სანათები მოეწყობა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 113 983.00 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდ შეასრულოს.

რაც შეეხება თოდრიის ქუჩის გზისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მის შესასრულებლად გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება.

აღნიშნული ტენდერის საწყისი ღირებულება  1`199`349.00 ლარი იყო, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა შპს გზატკეცილი+, რომელმაც სამუშაოების შესასრულებად 907`777.00 ლარი დააფიქსირა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, აღნიშნულმა კომპანიამ თოდრიის ქუჩაზე გზისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მაისიდან უნდა დაიწყოს.

(C) Telegraph.ge

 

NO COMMENTS