ბოლნისში ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

0
1677

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მიმდებარედ, ერთ-ერთ კომპანიას უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა 70 მ3 ქვიშა – ხრეში.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

NO COMMENTS