ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 2 ფაქტი ბოლნისსა და მარნეულში

0
1518

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა, თეიმურაზ სადიკოვმა და მალხაზ კოდელაშვილმა, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭებსა და ყიზილაჯლოში ღია წესით დაწვეს ავტომანქანის საბურავები.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

NO COMMENTS