გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა 4 ქალაქში ისაზღვრება – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
უწყების ინფორმაციით, ამ ქალაქებში 2016 წელს ტყვიის საშუალო თვიური კონცენტრაციის ნორმაზე (0.0003 მგ/მ3) გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სააგენტოს ინფორმაციით ქალაქ რუსთავში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00010 მგ/მ3. რუსთავში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი – 0.00013 მგ/მ3, 2015 წელი – 0.00017 მგ/მ3).
მათივე ცნობით, ქალაქ ბათუმში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00006 მგ/მ3.
„ბათუმში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან.წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი – 0.00021 მგ/მ3, 2015 წელი – 0.00016მგ/მ3).
ქალაქ ქუთაისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს შეადგინა 0.00008 მგ/მ3. ქუთაისში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან და მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ის დაახლოებით ერთდონეზე რჩება (2014 – 0.00008 მგ/მ3, 2015 – 0.00009 მგ/მ3).
თბილისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016წელს 0.00004 მგ/მ3 შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციით ტყვიისკონცენტრაცია ჰაერში 2015 წელთან შედარებით 5-ჯერ არისშემცირებული.
ქალაქ თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლიდან ისაზღვრება“, _ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.