მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავრცელებს.
მიმდინარეო წლის იანვარ-თებერვალში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 1 277 ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 19 ფეხით მოსიარულე იყო. დაშავებული ქვეითების რაოდენობა კი 265 -ს შეადგენს. აღნიშნული თევეების მონაცემებით საქართველოში სულ 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, ავარის გამომწვევი მიზეზები სავარაუდოდ ასე გამოიყურება:
- მანევრირების წესების დარღვევა
- მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება
- შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა
- გასწრების წესების დარღვევა
- მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა
ორ თვეში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.