სასმელი წყლის აღდგენის დრო კვლავ გადაიდო

0
1794
„დღეს, 4 აპრილს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ,,მარანი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა,
სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, წყალმომარაგება 5 აპრილის, ღამის 04:00 საათამდე, შეეზღუდება:
ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას.
წყალი დაბალი წნევით მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

NO COMMENTS