მანგლისის ტერიტორიის აეროგადაღება დასრულდა

0
1630

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დრონის უპილოტო საფრენი აპარატითმანგლისის ტერიტორიის საჰაერო გადაღება დაასრულა. სამუშაოები დაბა მანგლისის 10 სმ-იანი რეზოლუციითაეროგადაღებასა და ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებდა.  პროექტის ფარგლებში  2704 ჰექტარიფართობის ტერიტორიის გადაღება განხორციელდა.

საჯარო რეესტრი, აეროფოტოგადაღების მასალებზე დაყრდნობით, მაღალი ხარისხის ორთოფოტო გეგმებსმოამზადებს, რომლებშიც  თანამედროვე სტანდარტები სრულად იქნება გათვალისწინებული.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტი წინასწარშერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური წესით, მიწის საკუთრებაში უფასო რეგისტრაციას ითვალისწინებს.  მანგლისი პირველია, სადაც სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის პირველი ფაზა დაიწყება.

აეროგადაღებით  მიღებული ახალი გეომონაცემები  საჯარო რეესტრს შესაძლებლობას მისცემს სისტემურირეგისტრაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, მათ შორის საკადასტრო ნახაზები და სხვასაველე მონაცემები  ორთოფოტოზე გადაამოწმოს, რაც მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისწარმატებით განხორციელებისთვის  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ აეროგადაღებებისთვის ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატის „დრონის” გამოყენება გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მონაცემები შექმნისთვის  ერთ-ერთ საიმედო დაყველაზე ეკონომიურ მეთოდად მიიჩნევა.

საჯარო რეესტრი  დრონის საშუალებით,  ეტაპობრივად,  საქართველოს  სხვა  არეალების საჰაერო გადაღებებსაცგეგმავს.

NO COMMENTS