ამხანაგობების განვიათრება წალკაში

0
1548

წალკის მუნიციპალიტეტმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი დაამტკიცა. აღნიშნული განკარგულება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსებას უზრუნველყოფს.

დადგენილება წალკის მუნიციპალიტეტში ამხანაგობების განვიათრებას და შესაბამისად ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. როგორც ირკვევა კონკრეტული სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს, რომლის პროცენტული რაოდენობაც ასე გამოიყურება:

  • სადარბაზოს შიდა რემონტი – 30%;
  • სადარბაზოს შესასვლელში პანდუსების მონტაჟი – 10%;
  • შენობის სარდაფების ნაგვისაგან გაწმენდა/დასუფთავება – 20%;
  • შენობის ფასადის შეკეთება – 30%;
  • საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა – 10%;
  • მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებისას, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს – 10%;
  • შენობის სახურავის შეკეთება – 30% ან ექვივალენტური შრომითი რესურსით წილობრივი მონაწილეობა.

წალკის მუნიციპალიტეტმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი სამ აპრილს მიიღო.

NO COMMENTS