კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ 500-მდე ალვის ხე დაირგვება

0
1362

8 აპრილს, 10 საათზე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ქალაქ რუსთავში გაიმართება გამწვანების მორიგი მასშტაბური აქცია.

ღონისძიების ფარგლებში, ალვის ხის ჯიშის 500-მდე ახალი ნერგი დაირგვება კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში, რაც მიზნად ისახავს ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის შექმნას. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ალვის ხის ნერგები ქალაქ რუსთავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზიდან გადასცა.

NO COMMENTS