გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას მიმდებარედ კერძო კომპანიის, შპს „ნათია პლიუსი“-ს მიერ უკანონოდ მოპოვებული იქნა 100 მ3 ქვიშა-ხრეში.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.