საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა რუსთავის 21-ე საჯარო სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზია მოინახულა.
მინისტრის მოადგილე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა. ლია გიგაური რუსთავში სასწავლო პროცესს რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და აღნიშნული სკოლის დირექტორებთან ერთად გაეცნო.