ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, სათნოების სახლის, უფასო სასადილო “მადლის” და შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე 200-მდე ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადასცა.
ბენეფიციარებმა ბოლნისის გამგებლისგან, სააღდგომო სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო პროდუქტები მიიღეს.
მუნიციპალიტეტი მსგავსი სახის აქციებს, სოციალურად დაუცველი მოქალაქებისთვის თითქმის ყველა დღესასწაულზე ატეარებს.