სკოლები და საბავშვო ბაღები 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ

0
1551

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენების დღეები იქნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფომრაციით, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლები პარასკევს, 14 აპრილიდან დაისვენებენ. სასწავლო პროცესი სამშაბათს, 18 აპრილს განახლდება.
ანალოგიური გრაფიკით დაისვენებენ საბავშვო ბაღებიც. სააღმზრდელო პროცესი 14-დან 17 აპრილის ჩათვლით შეწყდება. საბავშვო ბაღები მუშაობას 18 აპრილს განაგრძნობენ.

NO COMMENTS