ედელზე ხატვის კონკურსი „შენს ქალაქს დაუტოვე“ (შეNს ქალAქს დაუTOვე) დასრულებულია.
პროექტში ერთ-ერთი გამარჯვებული გარდაბნელი ლევან მაღრაძეა.
კონკურსის „შეNს ქალAქს დაუTOვე“ ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს 10 ქალაქში (თბილისი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, ოზურგეთი, მარნეული) წინასწარ შერჩეული ობიექტები მოიხატა.
I ადგილზე გარდაბნისა და თბილისში მოხატული ნამუშევრები გავიდა, II ადგილი ქუთაისმა, ხოლო III ზუგდიდმა დაიკავა.
ესკიზები ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს გამოხატავს.
პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული გუნდის წევრები ბუდაპეშტში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდნენ, მეორე ადგილზე გასული მონაწილეები კი ბულგარეთში გაემგზავრებიან.