13 აპრილს ეროვნული ლიგის მორიგი ტური გაიმართება. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე რუსთავის “რუსთავი” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მეტოქე გუნდი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს 12 ქულით, ხოლო “რუსთავს” 7 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა.
ეროვნული ლიგა 2 – VII ტური