საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას რომელიც 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში XII კლასის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ესქტერნატის ფორმით დაძლევის შესაძლებლობა კი 27 აპრილიდან 5 მაისს ჩათვლით შეეძლებათ.
მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ჩატარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.