რუსთავში სხვადასხვა დასახელების ყვავილები ირგვება

0
1828

სეზონური სამუშაოების ფარგლებში, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე, პარკებსა და სკვერებში სხვადასხვა დასახელების ყვავილები ირგვება. დღეს უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა მცენარეების დარგვა ქალაქის მთავარ მოედანზე განახორციელეს.

რამდენიმე სახეობის საგაზაფხულო მცენარეთა ჩითილები ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის’’ სასათბურე მეურნეობაში გამოიყვანეს. ქალაქის სხვადასხვა უბანში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

 

NO COMMENTS