ქვემო ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა

0
1648

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა, ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა რუსლან მირზაევმა, ვუგარ მამედოვმა, კუმხარ კირიევმა, რომან მამედოვმა, ვაგივ იაკუბოვმა, ისმაილ კურბანოვმა, შამილ კასუმოვმა, სევდა გასანოვამ, კასუმ აშირლმა და ბაბეკ მამედოვმა, გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტების სოფლების – აღთაკლია, საიმერლო, კასუმლო, იმირისა და პირველ ქესალოს მიმდებარედ დაყარეს 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი. შედგა საჯარიმო ქვითრები-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. სამართალდამრღვევებს ჯარიმა განესაზღვრათ 80-80 ლარის ოდენობით.

მოქალაქეებმა შამილ კასუმოვმა და ილკინ გუსეინოვმა, გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოსა და შულავერის მიმდებარედ, დაყარეს 20კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენი. შედგა საჯარიმო ქვითრები-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. სამართალდამრღვევებს ჯარიმა განესაზღვრათ 150-150 ლარის ოდენობით.

NO COMMENTS