რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა

0
1507

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადებას საფუძვლად შპს ”იბერია TV”-ს და შპს „სუპერ ტვ“-ს მოთხოვნები დაედო.

მოსამზადებელ სხდომაზე კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა, დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად განსაზღვრული არსებითი დოკუმენტაცია არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი, მათ შორის, სამაუწყებლო კონცეფცია არ იყო სათანადოდ შედგენილი, რაც ორივე კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა.

ეროვნულ დონეზე კერძო რადიომაუწყებლობის უზრუნველსაყოფად კონკურსი კომისიამ პირველად გამოაცხადა. ლიცენზიის საფასური 68 161 ლარით და 50 თეთრის ოდენობით იყო განსაზღვრული.

NO COMMENTS