რა თანხებს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებებში

0
1805

ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტს გასული წლის მსგავსად, კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებას წელსაც შპს „მაგთიკომი“ გაუწევს.

2016 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოლი სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხები და ფაქტობრივი დანახარჯები ასე გამოიყურება:

  • მარნეული – 35 000 ლარი, ფაქტობრივი დანახარჯი 30 888.66 ლარი (კორპორატიული მომსახურებით 240-მდე თანამშრომელი სარგებლობს)
  • რუსთავი – 41 760 ლარი, საიდანაც ფაქტობრივი დანახარჯი 27 049.19 ლარს შეადგენს (კორპორატიული მომსახურებით მერიის 115 თანამშრომელი სარგებლობს)
  • თეთრიწყარო – 27 540, ფაქტობრივი დანახარჯი 21 183.46 (კორპორატიული მომსახურებით 70-მდე თანამშრომელი სარგებლობს)
  • ბოლნისი – 15 000 ლარი, ფაქტობრივი დანახარჯი 11 832 (კორპორატიული მომსახურებით 220 თანამშრომელი სარგებლობს)
  • წალკა – 10 000, ფაქტობრივი დანახარჯი 10 000 (კორპორატიული მომსახურებით 87 თანამშრომელი სარგებლობს)
  • დმანისი – 8 220, ფაქტობრივი დანახარჯი 6 845.79 (კორპორატიული მომსახურებით 45 თანამშრომელი სარგებლობს)
  • რაც შეეხება გარდაბანს, ხელშეკრულებით 44 000 ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო რამდენი დახარჯა მუნიციპალიტეტმა ფაქტობრივად უცნობია. შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაცია დანახარჯთან დაკავშირებით არასრულყოფილია, ხოლო მუნიციპალიტეტმა დანახარჯი თანხის დასახელება სიტყვიერად არ ისურვა და ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვა.

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით 2017 წელს სატელეფონო მომსახურებისთვის თანხები უმეტესად შემცირებულია.

მიმდინარე წლის ხელშეკრულებების ვადები და თანხები ასე გამოიყურება:

  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი- 29.03.2017 – 31.03.2018 – 45 000 ლარი
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი – 28.03.2017 – 01.03.2018 – 30 000 ლარი
  • თვითმართველი ქალაქი რუსთავი  – 29.03.2017 – 31.03.2018 26 300 ლარი
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – 29.03.2017 – 01.03.2018 25 000 ლარი
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი  -01.04.2017 – 01.03.2018 -11 000 ლარი
  • წალკის მუნიციპალიტეტი – 01.04.2017 – 01.03.2018 – 8000 ლარი
  • დმანისის მუნიციპალიტეტი – 28.03.2017 – 01.03.2018 – 5800 ლარი

ნინო ბერიძე
ქვემო ქართლი
(C) Telegraph.ge

NO COMMENTS