ნიუპრესის ინფორმაციით ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.