გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე გიორგი ლორიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მიმდებარედ, ღია წესით დაწვა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენები.
შედგა საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი. სამართალდარღვევს ჯარიმის ოდენობა განესაზღვრა 500 ლარის ოდენობით.