2 ქართველი 90 000 დოლარის მოპარვის ბრალდებით ბირმის აეროპორტში დააკავეს

0
1619

ბირმის სამართალდამცავებმა საქართველოს 2 მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს.

სამართალდამცავების ცნობით, ეჭვმიტანილები ქვეყნიდან 90000 დოლარის უკანონოდ გატანას ცდილობდნენ.

მიანმარის პოლიციის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს 2 მოქალაქე იაგონის აეროპორტიდან საცვლებში დამალული თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ.

NO COMMENTS