თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა.
ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და მესამე სართულზე, თოკებზე დაეცა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მაშველებმა მოზარდის ჩამოყვანა ამწეკრანის საშუალებით უვნებლად შეძლეს.
პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.