„ერთ დარბაზს ხო ვერ დააყენეთ საშველი… ახლა წყალი ჩამოვიდა და აბა ჰე დაირაზმეთ და მომეხმარეთ”

0
4058

„ერთ დარბაზს ხო ვერ დააყენეთ საშველი…ხიმიკებში მოსატრიალებელი აღარ იყო და დაგაანებეთ თავი და წამოვედი, სკოლაში მივედი, დავხაზე, გავლაქე, ფარები დავაყენე, პროჟექტორები დავამონტაჟე და..არიქა კაი დაბაზიაო და მხიარული სტარტებია თუ კრუგოილაფტა ყველაფერს იქ ატარებთ და ახლა აქააც ხელს მიშლით…ბოლო ბოლო რა გამიტრაკეთ საქმე? !!!!!!!! ახლა წყალი ჩამოვიდა და აბა ჰე დაირაზმეთ და მომეხმარეთ (მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ხელის შეშლის მეტი რამე იცოდეთ)…“

ეს განცხადება კალათბურთის მწვრთნელმა დავით მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე განათავსა. „ტელეგრაფი“ დაინტერესდა თემის დეტალებით. ჩვენ ბატონ დავითს დავუკავშირდით.

როგორც ირკვევა საუბარია 22-ე სკოლის სპორტულ დარბაზზე, სადაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის და იქ ვარჯიშის ჩატარება შეუძლებელი ხდება. მაჭავარიანი „ტელეგრაფთან“ საუბრისას აღნიშნავს რომ სკოლის ადმინისტრაციამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პრობლემის შესახებ, ორი თვის წინ აცნობა, თუმცა აქამდე რეაგირება არ მომხდარა. დავით მაჭავარიანი სპორტული დარბაზის გარემონტებას და შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვს.

 

 

NO COMMENTS