გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიაში ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თნახმად ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 540 805 ლარია გამოყოფილი.
ტექნიკური მოთხოვნები რომელის პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ასე გამოიყურება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან 2014, 2015 და 2016 წლების განმავლობაში (თითოეულ წელიწადზე ცალ–ცალკე) ჯამში არანაკლებ 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი ) ლარის ღირებულების ანალოგიური (შენობა-ნაგებობების მშენებლობა, შეკეთება, რეაბილიტაცია) სამუშაოების გამოცდილების (აქდან ამავე პერიოდში (2014; 2015; 2016) მინიმუმ 1 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ქონდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური ((შენობა-ნაგებობების მშენებლობა, შეკეთება, რეაბილიტაცია) სამუშაოები) დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან შესრულებული სამუშაოების ფორმა #2–ები დადასტურებული სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის მიერ, ან საგადასახადო ანგარიშფაქტურები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის (მომსახურების) დასახელებაში მითითებული იქნება ანალოგიური სამუშაოები).
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებუილია თავად უზრუნველყოს შემდეგი საკითხები:
- შემსრულებელი პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე;
- შემსრულებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
- მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
- სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 1 თვის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ;
- მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოების განხორციელებამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინასწარ წერილობით აცნობოს ინსპექტირების გამწევს და ფარული სამუშაოები განახორციელოს მხოლოდ ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით.
- მუშაობის პროცესში შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი საამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
წინადადებების მღება 11 მაისს დაიწყება და 16 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანის სამუშაოების შესასრულებლად 160 დღე აქვს განსაზღვრული.