„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში“ საქართველო კვლავ 64-ე ადგილზეა

0
1630

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporter Without Borders) პრესის თავისუფლების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველო, წინა წლის მსგავსად, 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზეა.

პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს 27, 76 ქულა აქვს მინიჭებული.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, 79-ე ადგილზე იმყოფება სომხეთი, 148-ე ადგილზეა რუსეთი, 155-ე ადგილს იკავებს თურქეთი, 162-ზეა აზერბაიჯანი. მედიის თავისუფლების ინდექსში 102-ე ადგილზე იმყოფება უკრაინა.

პირველ ხუთელს ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია და ჰოლანდია შეადგენს.

ხოლო პრესის თავისუფლების მხრივ ყველაზე ცუდი ვითარებაა ჩრდილოეთ კორეაში, ერითრეაში, თურქმენეთში, სირიასა და ჩინეთში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკანასკნელ წლებში, საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მედია ლანდშაფტი გაუმჯობესდა: “მედიის მფლობელთა გამჭვირვალობა, სატელიტური მაუწყებლობის მრავალფეროვნება და მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს სახეცვლილება. სკანდალების სერიის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის აპრილში დაადგინა, რომ სადაზვერვო სამსახურების მიერ თვალთვალი გარკვეულ გარანტიებს უნდა დაექვემდებაროს.ნაკლები სიხშირით შეიმჩნევა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა , თუმცა მუქარის შესახებ ინფორმაციები ვრცელდება. მაგრამ მედია კვლავ ძალიან პოლარიზებულია და გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიამფლობელები ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო შინაარსსზე. მთავარი სატელევიზიო არხების ფლობისთვის ომი ქვეყანაში პლურალიზმის მომავალთან მიმართებით შეშფოთების საგანია. მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის, „რუსთავი 2-ის“ ბედი ტესტი იქნება“ – ნათქვამია ანგარიშში.

NO COMMENTS