საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
- წლის საუკეთესო დებიუტი: გიორგი შონია “ჰანს პრონველის ფაბრიკაცია”
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ვახტანგ ჯავახაძე “ელეგია და სხვა”
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი: არჩილ ქიქოძე “სამხრეთული სპილო”
- საუკეთესო გარეკანის დიზაინი: ნატალია ავალიანი “ყვავილები ელჯერნონისთვის”
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა: როსტომ ჩხეიძე “პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა”
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა.