სურსათის ეროვნული სააგენტოს აქციაში რუსთავში არსებული რამდენიმე მაღაზიაც ჩაერთო

0
1652

სურსათის ეროვნული სააგენტოს აქციაში, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მასშტაბით არსებულ რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ობიექტში გადახდის ქვითრის უკან მხარეს მითითებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზის ნომერი რუსთავიში არსებული რამდენიმე მაღაზიაც ჩაერთო.

როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი მირანგულა ლიპარტელიანი „ტელეგრაფთან“ საუბრისას აღნიშნავს, პირველ ეტაპზე მხოლოდ ხორცისა და ყველის მაღაზიებში მოხოდა აღნიშნული ქვითრების დარიგება. უახლოეს პერიოდში კი, სხვა სუპერმარკეტებსა და მაღაზიებშიც დაიწყება მათი დარიგების პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერ სავაჭრო ქსელში სურსათის შენახვისა და რეალიზაციის სტანდარტის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დარეკოს ცხელ ხაზზე (15 01) და დატოვოს შეტყობინება.

NO COMMENTS