ცხვრის დაბანის მსურველთა საყურადღებოდ!

0
1651

სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgia-ს სურსათის ეროვნული სააგენტო-ს და Mercy Corps -ის დახმარებით აშენდა 4 ბიო უსაფრთოხების პუნქტი, დასაწყრებლებითა და გასაბანებლებით, ცხვარის გადასარეკ ტრასებზე, ესენია:

– ელიის ძირში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
– მჟავანაძის ხიდთან (სიღნაღის მუნიციპალიტეტი)
– რუსთავის სასაფლაოსთან (ქ. რუსთავი)
– მარნეულის გასაბანებელი (მარნეულის საქონლის ბაზრობასთან)

„აღნიშნული პუნქტები 2017 წლის 5 მაისიდან გაეშვება და ყველა მეცხავრეს შეუძლია ისარგებლოს მათი მომსახურებით უფასოდ. წყალი და წამალი (სადეზინფექციოდ) არის უფასო. მეცხვარემ მხოლოდ ცხვარი უნდა მიიყვანოს ხელსაყრელ ტერიტორიაზე და ასევე დამხმარე ძალა/ხალხი რომ სწრაფად მოხდეს გაბანება” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშრდით სურსათის უვნებლობის სამსახურს.

 

NO COMMENTS