მანქანაში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში მოათავსეს

0
2076

 რუსთავში ბუნებრივ აირზე მომუშავე, ნისანის მარკის მინივენის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

“ტელეგრაფის” დამწვრობის ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს რომ პაციენტი რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს, იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა.

შეგახსენებთ, 35 წლამდე მამაკაცი საკუთარ ავტომობილში დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ სიგარეტზე მოკიდების შემდეგ მოხდა.

დაშავებულს, რომელსაც სხეულის მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, პირველადი დახმარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც თბილისში, დამწვრობის ცენტრში იქნა გადაყვანილი.

როგორც „ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს წინა საგამოძიებო მოქმედებები.

NO COMMENTS