„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საჰაერო სატრანსპორტო მომსახურებას ყიდულობს

0
1499

საქართველოს შიდა ფრენებითვის, მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, ასევე ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საჰაერო სატრანსპორტო მომსახურებას ყიდულობს.

შესყიდვის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით, მცირე ზომის (არანაკლებ 15 ადგილიანი) და საშუალო ზომის (არანაკლებ 30 ადგილიანი) საჰაერო ხომალდებით ავიარეისების ორგანიზება და შესრულება. მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით, ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას გულისხმობს. რაც 3 წლის განმავლობაში მოიცავს:

  • მცირე ზომის საჰაერო ხომალდით – არაუმეტეს 2808 ფრენა/საათს;
  • საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით – არაუმეტეს 1692 ფრენა/საათს.

ავიარეისების ძირითადი მიმართულებაა საწყისი აეროპორტიდან შემდეგი დანიშნულებით:

მესტია, ამბროლაური, ბათუმი, ქუთაისი; ასევე შესაძლებელია ფრენები თავად ამ დანიშნულების ადგილებს შორის. „საწყისი აეროპორტი“ უნდა იყოს თბილისის აეროპორტი ან თბილისის ცენტრიდან არაუმეტეს 30 კილომეტრით დაშორებული სხვა, სათანადოდ სერტიფიცირებული აეროპორტი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემსყიდველი უფლებამოსილია, განსაზღვროს ავიარეისების განსხვავებული მარშრუტი, ასევე, დანიშნოს სატესტო, ტექნიკური თუ კვლევითი მიზნის ფრენები, ასევე დამატებითი ფრენები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრენა/საათების ფარგლებში.

აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. 6 მაისს წინადადებების მიღება დაიწყება და 11 მაისს დასრულდება. შესყიდვის სატენდერო ღირებულება 10 783 350 ლარს შეადგენს.

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, თუნდაც ერთი საჰაერო ხომალდით ვერ შეძლებს მომსახურების საერთოდ გაწევას ზედიზედ 20 კალენდარული დღის განმავლობაში ანდა ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში – 40 კალენდარული დღე, შემსყიდველი უფლებამოსილი იქნება, ცალმხრივად შეწყვიტოს შესყიდვის ხელშეკრულება. ეს წესი არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა მომსახურების გაუწევლობა გამოწვეულია:

  • შემსყიდველის ბრალეულობით;
  • ფრენისათვის ობიექტურად ხელისშემშლელი მეტეოროლოგიური პირობებით;
  • საწყისი ან დანიშნულების აეროპორტის უარით ავიარეისის შესრულებაზე (გარდა
  • იმ შემთხვევისა, როცა აეროპორტის მფლობელი ან ოპერატორი თავად
  • მომწოდებელი ან მასთან დაკავშირებული პირია).
  • სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებით;

NO COMMENTS