გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში, შპს „ტირ პარკ მარნეული 2014“ სამეწარმეო საქმიანობისთვის,შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, მოიხმარდა მიწისქვეშა მტკნარ წყალს.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.