თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთთან დაახლოვებიით საღამოს 6 საათისთვის, „ოპელის“ მარკის ავტომობილი და „პიკაპი“ ერთმანეთს შეეჯახა.
ავარიის შედეგად გარდავლილები არიან ცოლ-ქმარი, თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ხალხური ცეკვების ქორეოგრაფები ლიკა დედალამაზიშვილი და მამუკა დალაქიშვილი. მათ ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
ავარიის შედეგად „პიკაპის“ ავტომობილში მსხდომმა მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.