გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, მოქალაქეებმა დაყარეს 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი და 20კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენი.
შედგა საჯარიმო ქვითრები-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მუნიციპალური ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში ჯარიმა 80-80 ლარის ოდენობით, ხოლო ცხოველის სხეულის ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში 150 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.