საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან, კერძოდ, საპირფარეშოს ჰიგიენის პრობლემები.
შედეგად, გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3 და მარნეულის სოფელ ჯანდარის სკოლებს. ასევე მითითება მიიღო მარნეულის სოფელ წერეთლის სკოლამ.
აღნიშნული ინფომრაცია “ტელეგრაფს” განათლების სამინისტრომ მიაწოდა.