01 – 29 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – მომსახურებას გაუწევს იმ რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.
მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელები შეძლებენ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.
მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი ელექტრონული მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, მოხდება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ
ტერიტორია | თარიღი | RS CAR-ის განთავსების მისამართი | საათები | |
დმანისი | 01.05.2017 | წმინდა ნინოს ქ. N 41 (გამგეობის შენობის წინ) | 10:00-17:00 | |
ხულო | 01.05.2017 | ხულო, გამგეობის შენობის წინ | 10:00-17:00 | |
თეთრიწყარო | 02.05.2017 | თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 | |
შუახევი | 02.05.2017 | შუახევი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 | |
სართიჭალა | 03.05.2017 | გარდაბნის რაიონი, სოფ.სართიჭალა, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდიებარედ | 10:00-17:00 | |
ქედა | 03.05.2017 | დაბა ქედა, ცენტრში | 10:00-17:00 | |
ლანჩხუთი | 04.05.2017 | ჟორდანიას ქ. N 135 (პოლიციის შენობის გვერდით) | 10:00-17:00 | |
კასპი | 04.05.2017 | სააკაძის ქ. N 68 (საკრებულოს შენობასთან) | 10:00-17:00 | |
ჩოხატაური | 05.05.2017 | დუმბაძის ქ. N 8 (ლიბერთი ბანკის მიმდებარედ) | 10:00-17:00 | |
ქარელი | 05.05.2017 | თამარ მეფის ქ. N 48, ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 | |
ბაღდათი | 08.05.2017 | წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობასთან | 10:00-17:00 | |
გურჯაანი | 08.05.2017 | ნონეშვილის გამზირი N13 (გამგეობის შენობასთან) | 10:00-17:00 | |
ხონი | 10.05.2017 | გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 | |
ყვარელი | 10.05.2017 | კუდიგორის ქ. N 1 (მუნიციპალიტეტის შენობასთან) | 10:00-17:00 | |
ვანი | 11.05.2017 | ვანი, (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ახმეტა | 11.05.2017 | ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49 (გამგეობის შენობასთან) | 10:00-17:00 | |
მარტვილი | 15.05.2017 | თავისუფლების ქ. N10 (მუზეუმის წინ) | 10:00-17:00 | |
დუშეთი | 15.05.2017 | რუსთაველის ქ. N 27 (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი) | 10:00-17:00 |
აბაშა | 16.05.2017 | ჯორჯიკიას ქ.N 3 (ლიბერთი ბანკის წინ) | 10:00-17:00 | |
ადიგენი | 16.05.2017 | თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ხობი | 17.05.2017 | ცოტნე დადიანის ქ. N 190 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ნინოწმინდა | 17.05.2017 | პუშკინის ქუჩა (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
თერჯოლა | 18.05.2017 | რუსთაველის ქ.N 106, გამგეობის მიმდებარედ | 10:00-17:00 | |
ასპინძა | 18.05.2017 | მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი (თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ხარაგაული | 19.05.2017 | 9 აპრილის ქ. N 15 (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
საჩხერე | 19.05.2017 | თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარედ | 10:00-17:00 | |
წალენჯიხა | 22.05.2017 | გამსახურდიას ქ. N 2 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ტყიბული | 22.05.2017 | კარლო ლომაძის მოედანი (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ლენტეხი | 23.05.2017 | თამარ მეფის ქ. N 24 (გამგეობის შენობის წინ) | 10:00-17:00 | |
ნორიო | 23.05.2017 | ნორიო, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 | |
ცაგერი | 24.05.2017 | რუსთაველის ქ.N 64 (გამგეობის შენობის წინ) | 10:00-17:00 | |
მარტყოფი | 24.05.2017 | მარტყოფი ქ. N 1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 | |
ჩხოროწყუ | 25.05.2017 | კოსტავას ქ. N 3 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ხაიში | 29.05.2017 | დაბა ხაიში, ცენტრში | 10:00-17:00 |