ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთავში პენსიონერთა კავშირის ოფისის გახსნას დაესწრნენ 

0
1717

რუსთავში დღეს პენსიონერთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, ქალაქის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პენსიონერთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ძამუკაშვილი და პენსიონერები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში იქვე საქველმოქმედო სამედიცინო აქციაც მოეწყო. ,,ლაიონსების თვალის კლინიკის’’ ექიმებმა რუსთავში მცხოვრებ პენსიონერებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

21-ე მიკრორაიონში #4 საცხოვრებელ კორპუსში არსებული ფართი პენსიონერთა კავშირს, საქიანობის მხარდაჭერის ხელშეწყობის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაეცა. პენსიონერთა კავშირის დაფუძნების მიზანს ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევა წარმოადგენს. ,,პენსიონერთა კავშირი’’ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ოფისებიც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონშია გახსნილი. მასში გაწევრიანება საპენსიო ასაკის მქონე ნებისმიერი პირისთვისაა შესაძლებელი.

NO COMMENTS