რუსთავში მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრიეს

1
2026

როგორც მაღაზიაში მომუშავე პერსონალი აცხადებს, მათ სამსახურში მისულებს მინა ჩამსხვრეული დახვდათ. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ვიტრინა სავარაუდოდ გვიან ღამით ჩაამტვრიეს. არის თუ არა მაღაზიიდან რაიმე წაღებული და იყო თუ არა ქურდობის ფაქტი, ამაზე პერსონალი არ საუბრობს.

აღნიშნულ მაღაზიაზე განხორციელებული ვანდალური ფაქტი პირველი არ არის, როგორც რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, მაღაზიის ვიტრინა წლების წინაც არაერთხელ დაუზიანებიათ.