სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 676 ინსპექტირება ჩატარდა. აქედან ქვემო ქართლის რეგიონში 78 ობიექტის ინსპექტირება, 58 ობიექტის კი დოკუმენტარული შემოწმება განხორციელდა.
შემოწმებების შედეგად სულ 23 ბიზნესოპერატორი, სხვადასხვა სახის დარღვევების გამო დაჯარიმდა.