დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

0
1521

72 წლის წინ, 1945 წლის 8 მაისს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს.

ტრადიციულად ამ დღეს რუსთავში  ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები და რუსთაველები დიდების ხეივანში შეიკრიბნენ.  მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომი ძირითადად გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარეობდა. ორივე მხარეს თავისი მოკავშირეები ჰყავდა. გერმანიის ბლოკში იტალია და იაპონია იყვნენ გაერთიანებულნი, საბჭოთა კავშირს კი ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უჭერდა მხარს.

მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ის 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინაროებდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეიწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში  72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი  40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 

NO COMMENTS