უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

0
2833

უკრაინაში შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს.

„კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ოფიცერი დავკარგეთ დღეს უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში“, – წერს მაყიშვილი, თუმცა დაღუპულის ვინაობას, მისი ოჯახის წევრების საქმის კურსში ჩაყენებამდე, არ ასახელებს.

დავით მაყიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცი „ქარული ბატალიონის“ ან „აზოვის“ რიგებიდან არ ყოფილა.

წყარო: ipn

NO COMMENTS