სოფელში მცხოვრებთა 43 პროცენტს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია – NDI-ს კვლევა

0
1533

ეს წილობრივი მაჩვენებელი უსწრებს როგორც ეროვნულ დონეზე (32%), ისე უმცირესობათა დასახლების (35%), პატარა ქალაქებისა (28%) და დიდი ქალაქების (23%) მაჩვენებელს. გამოკითხვის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე ნაკლებია იმ მოქალაქეების წილი თბილისში, ვისაც არასდროს გამოუყენებია ინტერნეტი. თბილისში ყოველ მეხუთე ადამიანს (22%) ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.

ინტერნეტის ყოველდღიურად გამოყენების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (32%) სოფლებში დაფიქსირდა, შედარებით მაღალია ეს მაჩვენებელი უმცირესობათა დასახლებებში. ყოველი მეორე (50%) ადამიანი იყენებს ინტერნეტს ყოველდღიურად პატარა ქალაქებში, დიდ ქალაქებსა (64%) და თბილისში (64%) კი, თითქმის იდენტურია.

უმცირესობათა დასახლებაში გამოკითხულთა ოთხმა პროცენტმა არ იცის ინტერნეტი რა არის.

 

NO COMMENTS