ზღვამ გაურკვეველი არსების მკვდარი სხეული გამორიყა

0
2457

ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე, ზღვამ გაურკვეველი არსების მკვდარი სხეული გამორიყა. 

დასისხლიანებული ქმნილება კუნძულ სერამის სანაპიროზე, თავთხელ წყალში ტივტივებს. ადგილობრივებმა ის რამდენიმე დღის წინ შენიშნეს.

ცხოველი გიგანტურია, სიგრძეში 15 მეტრია, სიგანეში 6-7 მ.

ადგილობრივი გამოცემა Beritasatu.com-ის მიხედვით, ის გიგანტური მოლუსკია, ზოგიერთის აზრით კი შესაძლოა ვეშაპი ან სპილოც კი იყოს.

როგორც გამოცემა HuffPost-ს საზღვაო ექსპერტებმა განუცხადეს, სავარაუდოდ, ეს ქმნილება უკბილო ვეშაპის ერთ-ერთი სახეობაა.

NO COMMENTS